ახალი ამბები
უფლისციხეს 2020 წელს 20500 ვიზიტორი ესტუმრა
2021 წლის 1-ელი მარტიდან უფლისიციხის მუზეუმი ვიზიტორების მიღებას განაახლებს. ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ისტორიული ძეგლზე სტუმრების მიღება 2020 წლის 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი. მანამდე, შეზღუდვები 2020 წლის მარტიდან 20 ივნისამდე იყო დაწესებული.

მუზეუმის წარმომადგენლის, დინა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, იმ პერიოდში, როდესაც 2020 წელს შეზღუდვები არ ვრცელდებოდა, უფლისციხეს 20 500 ვიზიტორი ესტუმრა.

რაც შეეხება გასულ წლებს, 2019 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 350 000-ს აღწევდა. 2018 წელს კი, მხოლოდ, აპრილის თვეში, 21 ათასი ვიზიტორი იყო რესგისტრირებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები