ახალი ამბები
გორში მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც მუშაობს
მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც მუშაობს. ამის შესახებ განცხადებას გორის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეა მიღებული.

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობს

,,გორის მუნიციპალური ტრანსპორტი მზად არის, მგზავრებს მთელი კვირის განმავლობაში შეუფერხებლად მოემსახუროს. მოქალაქეებს ასევე ყოველდღე მოემსახურება გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ცხელი ხაზი 07:00-დან 21:00 საათამდე 599 30 88 40'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები