საწვავის ფასის გაზრდას აპროტესტებენ რეგიონებშიც. გორელმა მძღოლებმა
დღეს ქალაქის ქუჩებში სიგნალებით ორგანიზებული მსვლელობა მოაწყეს.
ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასი
ელვისისწრაფით გაიზარდა, რაც მათ მძიმე ტვირთად აწევთ.
ისინი ნავთობკომპანიებს და ხელისუფლებას მილაპარაკებების დაწყების და
ფასების შემცირებისკენ მოუწოდებენ.
სტატიის გამოყენების პირობები