ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, 1992 წელს დაბადებულ მამაკაცს, რომელიც გამყოფ ხაზთან დააკავეს, ხელზე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

,,კგბ"-ს ცნობით, მამაკაცმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, კერძოდ, მისი დაკავება 26 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში მოხდა.

სააგენტო ,,რესის" მიხედვით, მამაკაცი დე-ფაქტო რესპუბლიკიდან უკვე ,,გააძევეს'' ყოველგვარი ჯარიმის გარეშე.

ინციდენტის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები