ახალი ამბები
,,ენმ''-ს გორის ოფისი მეოთხედ დააზიანეს
დღეს საღამოს ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმა მოხდა. ჩამტვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია კარი.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. დაკავებულია რამდენიმე პირი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

გორის ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, რაც ქონების დაზიანების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

პირველი შემთხვევა 2016 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივმა ბიზნესმენმა ოფისის ყველა შუშა საჯარო ჩაამტვრია.

გასულ 2020 წელს, ოფისი ორჯერ დააზიანეს, ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ 26 ივნისს. 26 ივნისის ფაქტზე 60-წლის მამაკაცი დააკავეს. ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ 2020 წლის განმავლობაში, შენობას თავს ორჯერ დაესხნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები