ახალი ამბები
პოლიციამ გორში ,,ენმ"-ს ოფისზე თავდასხმაში მხილებული 3 პირი დააკავა
პოლიციამ გორში ,,ენმ"-ს ოფისზე თავდასხმაში მხილებული 3 პირი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ესენი არიან: 1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ..

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.



დღეს საღამოს ოპოზიციური პარტიის ორგანიზაციის შენობის ფანჯრები ჩამტვრიეს. დაზიანებულია კარიც.

გორის ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, რაც ქონების დაზიანების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, პარტიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმა, 2012 წლის შემდეგ, 6-ჯერ განხორციელდა.



პირველი შემთხვევა 2016 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივმა ბიზნესმენმა ოფისის ყველა შუშა საჯარო ჩაამტვრია.

გასულ 2020 წელს, ოფისი ორჯერ დააზიანეს, ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ 26 ივნისს. 26 ივნისის ფაქტზე 60-წლის მამაკაცი დააკავეს. ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ 2020 წლის განმავლობაში, შენობას თავს ორჯერ დაესხნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები