ახალი ამბები
გორში ნაგვის ურნაში გაჩენილი ცეცხლის გამო მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს
გორში განთავსებულ კიდევ ერთ ნაგვის ურნას ცეცხლი გაუჩნდა. პლასტმასისგან დამზადებულ ურნაში ცეცხლი ცოტა ხნის წინ ჩააქრეს.

ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს. ცეცხლი ლიკვიდირებულია.

დღეის მდგომარეობით, გორის მერია პლასტმასის ურნებს სოფლებშიც დგამს. ასევე, ლითონისგან დამზადებული ურნები გამოცვალეს ტანას ხეობაშიც, სადაც ტყეში საპიკნიკე ადგილებია მოწყობილი.

,,გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების დამატება და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 52 ერთეულით გაიზარდა ნარჩენების შემკრები კონტეინერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის სოფლებში. ასევე, საჭიროების შესაბამისად 114 დაზიანებული ურნა ჩანაცვლადა ახლით. 15 ახალი ურნა დაემატა გორში და ამოიცვალა 36.'' - აღნიშნავს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბაჩანა გვიანიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები