ახალი ამბები
გორში ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს
გორში, სტალინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს.

პროკურორ ია მეფარიშვილის მოთხოვნით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. გორის მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მამაკაცი გორის პოლიციამ გუშინ, 2 მარტს დააკავა.

აღკვეთის შეფარდების შესახებ პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, ბრალდებულს კი თბილისელი ადვოკატები იცავენ.

დეტალებზე პროკურორმა საუბარი არ ისურვა, მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები