ახალი ამბები
პოლიციას ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები მიემალნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სავარაუდოდ კომენდანტის საათის დაწყებამდე.

გორი-უფლისციხის გზაზე მკვეთრ მოსახვევში მანქანებმა მანევრირების წესი დაარღვიეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად, ერთ-ერთი მანქანა ბაღში გადავარდა, დაზიანდა გორის მერიის კუთვნილი ქონებაც - სოფლის აღმნიშვნელი აბრა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებმა მანქანის ამოყვანა და შემდეგ მიმალვა შეძლეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები