ახალი ამბები
ქარელის შესასვლელში კიდევ ერთ ჯვარს აღმართავენ
ქარელის შესასვლელში კიდევ ერთ ჯვარს აღმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუისისა და ურბნისის ეპარქიის მრევლის წევრები ავრცელებენ.

,,მეუფე იობის ლოცვა კურთხევით ქარელის შემოსასვლელში, მეორე მხარეს "წრეში" აღიმართება ჯვარი და დროშა. ვისაც გსურთ მიიღოთ მონაწილეობა, დაუკავშირდით მამა ვიტალის და მამა ლაზარეს.'' - წერენ ეპარქიის წევრები.

ერთი თვის წინ ჯვარი ავტობანის სიახლოვეს, ქარელის გადასახვევში აღმართეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები