ახალი ამბები
ერგნეთში 5-საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა
დასრულდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

მოლაპარაკებები დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული მხარე ითხოვდა დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო წვრთნების შეწყვეტას.

როგორც სუსის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულებისას განაცხადა, თავს შეიკავებს კონკრეტული რიცხვის დასახელებისაგან, რათა არ შეიქმნას უსაფუძვლო მოლოდინები, თუმცა ქართულმა მხარემ მკაცრად მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზეც. ქართული მხარე ითხოვს ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება, რათა მათ თავისუფლად მიუწვდებოდეთ ხელი სამედიცინო სერვისებზე.

იმციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 აპრილს ჩაინიშნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები