5-თვიანი ძიების შემდეგ ,,პატრიოტთა ალიანსის" გორის ორგანიზაციის
ახალგაზრდული ფრთის წევრი, ახალგაზრდა მამაკაცი გარყვნილი ქმედების
ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს
პრეს-სამსახური ადასტურებს. 
ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში 
ვწერდით, რომ გორის
პოლიციაში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დაიბარეს. 
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ
პოლიცია ადგენს, თუ როდის გაწევრიანდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონა
პოლიტიკურ ორგანიზაციაში და რა ურთიერთობა ჰქონდა მას.
განცხადება პოლიციაში მშობელმა, შვილის ნაამბობის შემდეგ, შეიტანა.
გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას
გულისხმობს.			
სტატიის გამოყენების პირობები