ახალი ამბები
,,პატრიოტთა ალიანსის" გორის ორგანიზაციის წევრი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
5-თვიანი ძიების შემდეგ ,,პატრიოტთა ალიანსის" გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ახალგაზრდა მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ადასტურებს. 

ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში ვწერდით, რომ გორის პოლიციაში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დაიბარეს. 

ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ პოლიცია ადგენს, თუ როდის გაწევრიანდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონა პოლიტიკურ ორგანიზაციაში და რა ურთიერთობა ჰქონდა მას.

განცხადება პოლიციაში მშობელმა, შვილის ნაამბობის შემდეგ, შეიტანა. გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები