გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი გუშინ საღამოს გაძლიერდა.
ხანძარი შეამჩნიეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: მერეთიდან,
კოშკადან, ქერედან და ფლავისმანიდან.
ტყვიავის თემის გამგებელმა ზაზა კორინთელთა გვითხრა, რომ ცეცხლი
ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ხე-ბუჩქნარს გაუჩნდა.
დღეს დილით ნალექიანი ამინდის გამო ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ
ხანძარი ლიკვიდირებულია.
სტატიის გამოყენების პირობები