ახალი ამბები
კასპში მანქანა მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს დაეჯახა
მანუჩარ მერებაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მანქანა კასპში, პაატას ქუჩაზე გუშინ საღამოს დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, კასპის ყოფილ მერს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.

,,მანქანა ისეა დამტვრეული, ვერც შეძლებდა მძღოლს ტერიტორია დაეტოვებინა, რომც მოენდომებინა. საბედნიეროდ, გადარჩა მანუჩარი"-გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შსს გამოძიებას 276-ე მუხლით აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები