ახალი ამბები
ქვემო ხვედურეთში 8 მარტიდან ერთი კვირის მანძილზე მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, ,,ქვემო ხვედურეთი - ქარელის'' მიკროავტობუსი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ქალთა სადღესასწაულო დღეებში, თანასოფლელთა მგზავრობის ხარჯებს ბიზნესმენები ივერი ბერუაშვილი გაიღებს.

ჩვენ დავუკავშირდით ივერი ბერუაშვილს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით სოფელ ქვემო ხვედურეთიდანაა.

,,მე ბათუმში ვცხოვრობ, მცირე მეწარმეობას ვეწევი, წარმოშობით ვარ ქვემო ხვედურეთიდან. მინდა, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე. ვნახე მიკროავტობუსის მძღოლი, ვესაუბრე იმ კომპანიის ხელმძღვანელსაც, ვისაც ეკუთვნის ჩემი სოფლის ხაზი. გადავწყვიტე, რომ 8 მარტიდან ერთი კვირის მანძილზე ჩემი სოფლის მოსახლეობას ხელი შევუწყო ტრანსპორტირებაში'' - გვითხრა ივერი ბერუაშვილმა.

როგორც გავარკვიეთ, ივერი ბერუაშვილი საქველმოქმედო აქციებს ხშირად ატარებს. ახალი წლის დღეებში, მან თანასოფლელებისთვის პური უფასოდ გასცა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები