ახალი ამბები
8 მარტიდან გორის ყველა რესტორანში შიდა სივრცე გახსნეს
,,მზიური", ,,ჟოზეფი'', ,,ბერიკონი'', ,,ნაჭარმაგევი'', ,,ნიკალა'' - ყველა მათგანი ქალაქ გორში მდებარეობს, სადაც 8 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო.

,,მობრძანდით, თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი დღეები'' - აღნიშნული რესტორნების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, ყველა მათგანში შიდა სივრცეები მოქალაქეებისთვის გაიხსნა.

8 მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, შაბათ-კვირის გარდა. ჯერ-ჯერობით, აკრძალულია ცოცხალი მუსიკის შესრულება.

,,მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, "რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას"– განაცხადა ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

8 მარტიდან ასევე მუშაობა განაახლეს სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;

ნებადართული გახდა საცალო საბითუმო ვაჭრობა ყოველ დღე, როგორც შაბათ კვირას, ისე სხვა დღეების განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.

15 მარტიდან მუშაობის უფლების აღდგენას ფიტნეს კლუბების მფლობელები და მომხმარებლები ელოდებიან.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ყველაზე მეტი ადამიანი რესტორან ,,ნაჭარმაგევშია'' დაჩექინებული
Print

სტატიის გამოყენების პირობები