ახალი ამბები
ნიქოზში ხელოვნების სასახლეს ააშენებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ხელოვნების სასახლეს ააშენებენ. ხელოვნების სასახლე იმ დიზაინის მიხედვით აშენდება, რომელიც ალექსანდრე ზვიადაურმა, სუხა ზვიადაურმა, გიორგი ჩიქოვანმა და ლადო აფანასევმა შექმნეს.

სასახლის მშენებლობის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე ისაიას ეკუთვნის. მისი თაოსნობით, მაკეტების გამოფენაც მოეწყო.

კონკურსზე 36 მაკეტი იყო წარდგენილი. გამარჯვებული გამოავლინეს შერჩეულ 5 საუკეთესო ნამუშევარს შორის.

ცნობისათვის, 2008 წლამდე ნიქოზში მოქმედებდა მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფლისა და მონასტრის ნაგებობებთან ერთად განადგურდა.

ომის შემდეგ  ანიმაციური ფილმების სტუდია აღდგა, დაარსდა ნიქოზის ხელოვნების სკოლა. ხელოვნების სკოლის მუშაობისა და უცხოელ მეგობრებთან თანამშრომლობის დროს ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა დაიბადა და ის 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

2017 წელს ევროპის ფესტივალების ასოციაციამ (EFFE) ნიქოზის ფესტივალს ხარისხის ნიშანი მიანიჭა და ამგვარად, "ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი" ევროპული ფესტივალების ნაწილი გახდა.

2008 წლის ომის შემდეგ ფესტივალს რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, იგი ნგრევის სანაცვლოდ, შენების, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და სიყვარულისაკენ მოწოდებაა!..

ხელოსვნების სკოლის, ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალისა და სხვა კულტურული თუ სამშვიდობო ღონიძიებების სრულფასოვნად ჩატარებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს განსაკუთრებული სივრცის არსებობა

Print

სტატიის გამოყენების პირობები