ახალი ამბები
ავარია გორში - დაშავდნენ არასრულწლოვნები
3 მანქანა დაზიანდა გორში იმ ავარიის შედეგად, რომელიც სამებისა და ძმები რომელაშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

ეს ის მონაკვეთია, სადაც მთავარ გზად სამების ქუჩა ითვლება. ძმები რომელაშვილის ქუჩაზე მოძრავი მანქანა არ გაჩერდა ამკრძალავ ნიშანზე, არ დაელოდა სამების ქუჩიდან მიმავალი მანქანების მანევრის დასრულებას, რასაც შეჯახება მოყვა.

180 გრადუსით შეიცვალა მიმართულება ერთ-ერთმა მანქანამ, რომლითაც არასრულწლოვნები მგზავრობდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას სიცოცხლე არ ემუქრება.

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები