ახალი ამბები
გორის პოლიციამ 18-წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც 56-წლის მამაკაცის დაჭრაში ედება ბრალი
გორის პოლიციამ 18 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც ტაქსის მძღოლის დაჭრაში ედება ბრალი. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

გამოძიების ვერსიით, 2003 წელს დაბადებულა, ბრალდებულმა ნ.დ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულ გ.თ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები