ახალი ამბები
ატენში ,,ფაოს'' კონკურსის გამარჯვებულებს სამეურნეო ტექნიკა ჩაუტანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს, რომელთაც ორგანიზაცია ,,ფაომ'' სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის, მასალები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილი ავრცელებს.

,,ხეივნისთვის გადაეცათ მილები, ზოგს წვეთოვანი, ზოგს ღვინის საფილტრი, ვისაც რა ჰქონდა მოთხოვნილი." - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში, შოთა ვანიშვილი. მისი ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობა ბევრია.

კონკურსი 2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები