ახალი ამბები
კასპის სოფელ ფერმაში პოლიციელს სცემეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ჯგუფურად ნაცემ პოლიციელს ტვინის შერყევა აქვს. აკიფ მახმუდოვს შესაბამისი სამედიცინო დახმარება კასპის საავადმყოფოში გაუწიეს. ექიმი ამბობს, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანისას,  ჰქონდა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და მარცენა თვალ-ბუდის არეში დიდი ზომის სისხლნაჟღენთი.

,,სიმპტომებიდან გამომდინარე, გადავიყვანეთ კომპიუტერულ კვლევაზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც დაისვა ტვინის შერყევის დიაგნოზი",- ექიმი ამბობს მარინა მარიამიძე.

7 მარტს, სოფელ ფერმაში პოლიციელს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ადგილობრივების თქმით, მას ათზე მეტი პირი გამეტებით ურტყამდა. შსს-მ ორი პირი დააკავა, თუმცა, ისინი მალევე გათავისუფლდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები