ახალი ამბები
13-15 მარტს ღამის საათებში ქართლში მოსახლოდნელია -4, -7 გრადუსი ყინვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დაწყებული ნალექიანი ამინდი 13 მარტამდე გაგრძელდება. 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები