ახალი ამბები
20 წლის წინ ცხინვალის რაიონში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი რუსეთში დააკავეს
რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც, 20 წლის წინ მომხდარ მკვლელობის ფაქტის გამო, იძებნებოდა. დაკავებულს დედაშვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

ოფიციალური ინფორმაციით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიცია მას 2000 წლიდან ეძებდა. ბრალდებული ამჟამად 47 წლისაა.

გამოძიების ვერსიით, ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო ქემულთაში, მამაკაცმა თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. იარაღის წართმევას ცდილობდა დაჭრილის დედა, თუმცა ტყვია დედასაც მოხვდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები