ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია
"დღეს, თბილისის დროით 14:55 საათზე, ონთან, იმავე ეპიცენტრულ ზონაში, (13:46 სააათის ონის მიწისძვრის ეპიცენტრი) მოხდა 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა",- აღნიშნულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, თბილისის დროით 13:46 საათზე, ონთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოსური მედიაც. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ეპიცენტრი ჯავის რაიონთან ახლოს იყო, კერძოდ, კვაიასთან. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არც დე-ფაქტო რესპუბლიკაშიც ვრცელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები