ახალი ამბები
ახალგორის რესტორანში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები შერიგდნენ
ახალგორის რაიონის პროკურორმა ალან ყულუმბეგოვმა და მილიციის უფროსმა ალექსანდრე ჯიოევმა რესტორან ,,ძველ სიმაგრეში" მომხდარი ჩხუბის ფაქტი მოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ინციდენტში მონაწილეები შერიგდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 8 მარტის ინციდენტის მონაწილე ყველა პირი იდენტიცირებულია.

,,11 მარტს, ლენინგორის (ახალგორი) რაიონის პროკურორის ალან კულუმბეგოვის ინიციატივით, ლენინგორის რაიონის შს სამმართველოს უფროსის ალექსანდრე ჯიოევის მონაწილეობით, სამართალდამცველები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეხვდნენ, რომლებმაც სამართალდამცველებს განუცხადეს, რომ "მათი მოქმედებები არ შეიცავდა რაიმე პოლიტიკურ და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ელემენტებს.

,,რესის'' ცნობითვე, ყველა მხარე შერიგდა და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.  რაიონის პროკურორმა ყველა მხარე გააფრთხილა, რომ შემდგომში მსგავსი უკანონო ქმედებები არ დაეშვათ. ინციდენტში  მონაწილეობდნენ ახალგორელები და ყანჩავეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები.

შეგახსენებთ, 9 მარტს, სოციალურმა ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგორის რაიონის კულტურის სამსახურის უფროსმა ვ. ბითაროვმა რესტორანში მყოფ პირებს ,,შალახოს" მუსიკაზე ცეკვა აუკრძალა, რასაც მხარი დაუჭირა რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა მამიტოვმა. ამ მოთხოვნას რესტორანში მყოფ პირებს შორის, ჩხუბი მოყვა.

დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ორი ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები