ახალი ამბები
ის ვინც ,,გირჩს'' გულწრფელად დატოვებს, ეპისკოპოსისგან ,,შენდობის ფურცელს'' მიიღებს
ის ვინც ,,გირჩს'' დატოვებს, ეპისკოპოსი ,,შენდობის ფურცელს'' გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, შენდობის ფურცლის მიღებამდე, ,,გირჩის" წევრმა ჯერ რომელიმე მღვდელს უნდა მიმართოს:

,, ორგანიზაცია "გირჩის" მიერ შექმნილი "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.  მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. "სინანულის ფურცელზე" მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი" პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები