ახალი ამბები
გორის სპორტულ სკოლებში საწვრთნელი ვარჯიშები 15 მარტიდან განახლდება
გორის სპორტულ სკოლებში საწვრთნელი ვარჯიშები 15 მარტიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, როცესი განახლდება: გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლაში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებულ სპორტულ სკოლაში, ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლაში და ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში.

,,სასწავლო პროცესი, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ისევ შეჩერებულია, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტულ სკოლებში წვრთნები განმეორებით, 2020 წლის შემოდგომიდან შეჩერდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაში შემავალ, ყველა სასპორტო სკოლაში, სასწავლო – სავარჯიშო პროცესი უფასოა, გარდა ამისა, სააგენტო თავად უზრუნველყოფს სპორტსმენებისა და გუნდების მივლინებას სხვადასხვა შეჯიბრებებზე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ჩემპი
Print

სტატიის გამოყენების პირობები