დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 23, ქვემო
ქართლი - 3, შიდა ქართლი - 12, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 6, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907,
საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 698, აჭარაში - 139, იმერეთში - 257. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 116, აჭარაში
- 23, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი,
მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 3, იმერეთში - 10. 131 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 30 -
აჭარაში. 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 მარტის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 23 642 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 544 პირი, აჭარაში - 477, იმერეთში
- 647.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 565-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი
ემსხვერპლა.
სტატიის გამოყენების პირობები