ახალი ამბები
კასპის სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 30-წლის მამაკაცი დააკავეს
კასპის პოლიციის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნოდარ ღუნაშვილს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე 14 მარტს იპოვეს. ღუნაშვილი თვენახევრის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები