ახალი ამბები
ვაქცინაცია გორშიც დაიწყო
,,გორმედსა'' და სამხედრო ჰოსპიტალში მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. ქეთევან ლაფაჩი აღმოჩნდა პირველი პერსონალი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გორში ჩაიატარა.

ის გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმია.

დაახლოებით 20-მდე ექიმმა რეგისტრაცია ჯერ კიდევ 14 მარტს გაიარა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმაც. პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც ჩOVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები