ახალი ამბები
ხაშურში ვაქცინაციის პროცესი 17 მარტს დაიწყება
ხაშურში ვაქცინაციის პროცესი 17 მარტს დაიწყება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

covid-19 საწინააღმდეგო ასტრა-ზენეკას ვაქცინის 500 დოზა ხაშურში გუშინ ჩაიტანეს.

,,პირველ ეტაპზე მოხდება მედიცინის მუშაკების ვაქცინაცია. ყველა მედიცინის მუშაკს მოგმართავთ დარეგისტრირდეთ და დაჯავშნოთ ვაქცინაციის დრო. ვაცინაცია განხორციელდება შპს,, ახალი კლინიკის" ბაზაზე.'' - აღნიშნავენ ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს ოთხშაბათს 10 სთ-დან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები