ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ანა გაგლოევა ავრცელებს.

მისი თქმით, 13-14 მარტს 116 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსის 11 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი.

ამ ეტაპზე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სტაციონარულ და ამბულატორიულ დაწესებულებებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 481 პაციენტი მკურნალობს.

საერთო ჯამში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 19 221 კვლევა ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 3146 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულია 2665 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები