ახალი ამბები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
15 მარტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი. ინფორმაციას პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროცესი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, მიმდინარეობს.

14 მარტის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის 10 ექიმი იყო დარეგისტირებული.

ჰოსპიტალი, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდანვე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ბრძოლაში ჩაერთო. პირველი ტალღის პერიოდში კარანტინი 2020 წლის 1 მარტს გამოცხადდა., ხოლო მეორე ტალღის პერიოდიში მთელი პერსონალი და ინფრასტრუქტურა, მთლიანად, კოვიდპაციენტების სამკურნალოდ იყო გადართული. სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილია ასევე ჟანგბადის ქარხანაც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები