ახალი ამბები
გორის ,,გორმა'' ვარკეთილის ,,რეალს'' 5:2 მოუგო
საფეხბურთო კლუბმა "გორმა", ახალწვეულებით, მესამე ლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, დავით შუბითიძის გუნდმა, ვარკეთილის ,,რეალს'' 5:2 სძლია.

გუნდის ხელმძღვანელობის მიზანი, წლევანდელ სეზონში, ზედა ლიგაში გადასვლაა.

"ახალ სეზონში, ისევ ლიგა 2-ში გადასასვლელად ვიბრძოლებთ. მართალია, შარშან მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგი პრაქტიკა მივიღეღ და იმედია, პლეი ოფში მიღებული გამოცდილება, წლეულს სასიკეთოდ წაგვადგება. მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბი, ძირითადად გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილებს ეყრდნობოდა და ასე გრძელდება ახლაც. მუდამ გვერდში გვიდგას გორის მუნიციპალიტეტის მერიაც. თანადათან ვაუმჯობესებთ საწვრთნელ პირობებს, ინფრასტრუქტურას და ყველა ამ მცირე დეტალის ერთობლიობა, გვჯერა, რომ წარმატების მომტანი გახდება." - აცხადებს გუნდის დირექტორი გია ისიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები