ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 16 მარტი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 29, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 711, აჭარაში - 141, იმერეთში - 247. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 21, იმერეთში - 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 3, იმერეთში - 13. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 21.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 128 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 693-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 658 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 654 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 478 პირი, აჭარაში - 363, იმერეთში - 702.
Print

სტატიის გამოყენების პირობები