ახალი ამბები
გორში ჯგუფური დაპირისპირებისას ერთი მამაკაცი დაიჭრა
გორში ვერხვების დასახლებაში ერთი მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილი ხდება, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით  სხვადასხვა ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ათამდე გასროლა დაფიქსირდა.

პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში მომუშავე პირების გამოკითხვას აწარმოებს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო. ამ კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის პირი ისჯება სამიდან ექვს წლამდე ვადით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე მუხლებით კი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება სამიდან შვიდ წლამდე ვადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები