ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება ქვეყანაში დენის გათიშვასთან დაკავშირებით
საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთი" გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადმინისტრაცია ავრცელებს:

,,ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები