ახალი ამბები
ხაშურში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები დღეიდან დაიწყო
ხაშურში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები დღეიდან დაიწყო. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს, პირველ ეტაპზე, ასტრაზენეკაცს ვაქცინის 500 დოზა მიაწოდეს.

პირველი, ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ექიმი დავით ჩიქოვანი აიცრა.
დღესვე, მასთან ერთად აიცრნენ სამედიცინო მუშაკები.

როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, სამედიცინო პერსონალის შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული იქნება მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმული ჯგუფები, მათი მომვლელი პერსონალი, 75 წელს ზემოთ პირები, 65-74 წლამდე პირები, 55-64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლამდე პირები, შემდეგ კი მოხდება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები