ახალი ამბები
გორის ძველი საავადმყოფოს შენობის ფლიგელი ჩამოიშალა
გვიან ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს იცავს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური.

,,მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადმოვიდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მისი დანგრევის პირობით, გასხვისება.'' - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები