ახალი ამბები
ავარია გორის ცენტრში - დაშავდა 3 ადამიანი
გორში, სტალინის გამზირზე მომხდარ ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. თავდაპირველად, საავადმყოფოში ერთი, ხოლო მოგვიანებით კლინიკაში დანარჩენი ორი ახალგაზრდაც წაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემდეგ, ერთ-ერთმა ტრაექტორია შეიცვალა, ჯერ გაზონზე გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. ამოტრიალებული მანქანა ტროტუარზე დაეცა.

მიმდინარეობს გამოძიება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები