ახალი ამბები
პირველად ქარელში - წრიული სამგზავრო მიკროავტობუსი მოძრაობს
ქალაქ ქარელში სამგზავრო მიკროავტობუსი დაინიშნა, რომელიც წრიულად იმოძრავებს. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ტრანსპორტი ამ ქალაქში, რომელიც მგზავრებს მოემსახურება.

როგორც მომხმარებლები წერენ, გადაწყვეტილება დროული და მისაღებია, რადგან წლების განმავლობაში, დაახლოებით 12 ათასიანი ქალაქი უტრანსპორტობას განიცდის. ქარელში კი ძირითადად ტაქსით გადაადგილებიან, ან ფეხით.

მარშრუტი ასეთია: ავტოქარხნის ბინები - მეორე სკოლა - გორმედი - პროფტექნიკუმი - იუსტიციის სახლი - ქარელის ცენტრალური საავადმყოფო. ფასი 70 თეთრი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები