ახალი ამბები
შიდა ქართლში დაკავებულ მამაკაცს არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს
მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობაში იყო ბრალდებული, ბრალი შეუმსუბუქეს. კერძოდ, ორი მუხლიდან, ერთი - გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი აცხადებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.

ერთი მუხლის მიხედვით, მამაკაცს ბრალად ედებოდა 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებაში, ხოლო რაც შეეხება მეორეს - 138-ე მუხლს, ის სექსუალური ხასიათის სხვაგვარ, ძალადობრივი ქმედებას გულისხმობს. სასამართლომ ძალაში დატოვა მეორე მუხლი, რის გამოც, ბრალდებულს მხოლოდ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გამომძიებლების ცნობით, 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი იყო 3-ჯერ, თუმცა მოსამართლემ განმარტა:

,,სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ 137-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისთვის მათ შორის აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა ხასიათის გათვალისწინებით. ქვემდგომმა სასამართლომ ამომწურავად მიუთითა, თუ რატომ არ მიიჩნია საკმარისად დაზარალებულის ჩვენება დამნაშავედ ცნობისთვის, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და არ მიიჩნევს საჭიროდ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები