ახალი ამბები
19 მარტიდან რესტორნებში ცოცხალი მუსიკის შესრულება დაშვებული იქნება
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული.

გარდა ამისა, პირველი აპრილიდან მუშაობას, რეგულაციების დაცვით, საბავშვო გასართობი ცენტრები და კონოთეატრები განაახლებს.

28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,"

ასევე, ძიუდოში გრანდ-სლემი იმართება, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.
Print

სტატიის გამოყენების პირობები