ახალი ამბები
30 წელი გავიდა ერედვის ტრაგედიიდან
30 წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც 1991 წლის 18 მარტს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, სოფელ ერედვში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს.

ერთ დღეში, ეთნიკური 4 ქართველი წვერიახოს მთაზე, ხოლო ეთნიკური 12 ოსი, მათ შორის, 17 წლის ბიჭი - გამოასალმეს სიცოცხლეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, დღევანდელი დღე, მორიგი სამგლოვიარო მიტინგით აღნიშნეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედიით, ანტიქართული განცხადებები კეთდება.

დადგენილია ის ფაქტი, რომ პატარა ლაიხვის ხეობის ოსური სოფლიდან ცხინვალისკენ ,,ურალის'' ტიპის მანქანით 25 მოსახლე მიყავდათ. ერედვის გზაზე შეიარაღებულმა ფორმირებებმა სატვირთო მანქანა გააჩერეს, მგზავრები ჩამოიყვანეს, ქალები და ბავშვები გაუშვეს, ხოლო მამაკაცები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.

ახლობლები დაკარგულ ადამიანებს წლების განმავლობაში ეძებდნენ. საფლავების მოძებნა მხოლოდ 1993 წელს, ედუარდ შევარდნაძის მმართველოს დროს, შეძლეს. გორის პროკურატურის დახმარებით, ნეშტები იპოვეს და ჭირისუფლებს გადასცეს. რაც შეეხება დამნაშავეებს, გამოძიების დეტალები, დღემდე უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები