ახალი ამბები
ახალციხეში ,,ასტრაზენეკას'' ვაქცინით აცრის შემდეგ ექთანს სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია განუვითარდა
27 წლის ქალს, რომელიც ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო აქცრის შემდეგ ცუდად გახდა, სავარაუდოდ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, სპეციალისტები შეიკრიბებიან და ქვეყანაში, ასტრაზენეკას გამოყენების დროებით შეჩერება/არ შეჩერების საკითხზე იმსჯელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური ბრიფინგი, სწორედ, ახალციხეში მომხდარ ფაქტს მიეძღვნა. ინტერნეტ-გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭის'' ცნობით, კლინიკა "იმედში", ვაქცინაციის შემდეგ, ექთანი შეუძლოდ გახდა და კომაში ჩავარდა:

,,დღეს 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კლეგა, სამედიცინო პერსონალი 27 წლის ქალბატონი რომელიც, როგორც ვიცი ანამნეზით იტარებდა გრიპის აცრას და ასევე არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაციებს. ამ აცრის შემდგე ამ ქალბატონმა მოუწოდა სამედიცინო პერსონალს პირდაპირ ეთერში გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ იცით ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის რეაქცია. ექიმებთან წინასწარი საუბრით უფორ გვეუბნებიან რომ გავდა ანაფილაქციურ რეაქციას", – განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ
Print

სტატიის გამოყენების პირობები