ახალი ამბები
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა გაგრძელდება
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ განაცხადა.

გადაწყვეტილება სპეციალისტებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ასტაზენეკას ვაქცინაციის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, როდესაც  ახალციხეში, ვაქცინაციის შემდეგ, ექიმმა ალერგიული შოკი მიიღო.

პარალელურად, ევროპის წამლების სააგენტომ, დღეს გამოაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოა. სამედიცინო რეგულატორმა დაასკვნა, რომ ვაქცინა არაა დაკავშირებული თრომბის რისკების მომატებასთან, თუმცა განაცხადეს, რომ მსგავსი კავშირების შესახებ მოკვლევა კვლავ გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები