ახალი ამბები
ახალგორის რაიონს ახალი ხელმძღვანელი ყავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტიმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის რაიონში ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. რაიონის ადმინისტრაციას ვლადიმერ გულიევი უხელმძღვანელებს.

მანამდე, 2019 წლის მარტიდან, ხელმძღვანელის პოსტს ვიტალი მამიტოვი იკავებდა, გულიევი კი, მისი პირველი მოადგილე იყო. დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მამიტოვის გათავისუფლების შესახებ განკარგულებას 18 მარტს მოაწერა ხელი.

ვიტალი მამიტოვი, 2021 წლის 8 მარტს, იმ ინციდენტის მონაწილე იყო, რომელიც ახალგორის რესტორან ,,ძველ ციხესიმაგრეში'' მოხდა. რესტორანში მყოფმა პირებმა, მათ შორის, სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
⁣⁣⠀
ვლადიმერ გულიევის ბიოგრაფია: ⁣⁣ დაიბადა 1975 წელს ცხინვალში.
⁣⁣⠀
1992 წელს - დაამთავრა ცხინვალის მე -6 სკოლა. ⁣⁣
⁣⁣⠀
1997 წელს დაამთავრა - ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის განხრით.
⁣⁣⠀
1998-2000 წწ. - მუშაობდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია "Nოვა Fრანტიერ" - ში
⁣⁣⠀
2000-2006 წწ. - ჰუმანიტარული ორგანიზაციის "ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო" ექსპედიტორი.
⁣⁣⠀
2006-2013 - შპს "ფანტომ -6" -ის გენერალური დირექტორი.
⁣⁣⠀
2013-2014 წლებში - მუშაობდა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საცხოვრებელი სახლების აღდგენის ფონდში". ⠀
⁣⁣⠀
2014-2019 წლებში - ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.
⁣⁣⠀
2019 წლიდან დღემდე - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები