ახალი ამბები
დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემის წარმომადგენლის, მანანა თვაურის თქმით, ვანიშვილი დღეს გამთენიისას დაიღუპა.

მისი თქმით, გორის მერია მზადაა სარიტუალო ღონისძიებებისთვის საჭირო დახმარება აღმოუჩინოს ოჯახს. ,,როგორც ვიცი, მერია უკვე ჩართულია ამ საქმეში და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დავეხმაროთ ოჯახს" - გვითხრა შავშვების თემის წარმომადგენელმა მანანა თვაურმა.

დათა ვანიშვილი ხურვალეთის იმ ნაწილში ცხოვრობდა, რომელსაც ბობნევი ქვია. მისი საცხოვრებელი სახლი საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ, მავთულხლართების მიღმა დარჩა. ბოლო დრომდე, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები