ახალი ამბები
4 კილომეტრი ფეხით რაიონულ ცენტრამდე - რეპორტაჟი ზემო ბოჟამიდან
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელი ბოჟამი ერთ-ერთი დასახლებული პუნქტია, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, 4-5 კმ მანძილზე მდებარეობს.

სახლები მთის ფერდობზეა შეფენილი.

სამთავისსა და ბოჟამს შორის სავალი გზა ცარიელ მინდვრებზე გადის. ამიტომ, ზამთრის სეზონზე, ნამქერის გამო, სამთავისიდან სატრანსპორტო მიმოსვლა წყდება.

სამგზავრო ტრანსპორტი კი საერთოდ არ დადის. ვისაც მანქანა ჰყავს, მხოლოდ, მათ შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირება. დიდი ნაწილი ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთამდე ფეხით მიდის.

სოფელში 4 წლიანი სკოლაა, სადაც სულ 3 ბავშვი სწავლობს. პირველ კლასში არც ერთი მოსწავლეა, დანარჩენ კლასებში - თითო მოსწავლე.

ამ ეტაპზე სოფლის ძირითადი საქმიანობა შინაური ფრინველის მოვლაა. ბევრ ოჯახს ინდაური ჰყავს. საახალწლოდ, ინდაურების გაყიდვით აღებული თანხით ვალების დაფარვას აპირებენ. ვალებში ნისიად მოხნული მიწებიც შედის. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები